თავისუფლება დაბადებიდან გვეკუთვნის,
თუმცა ხანდახან ცდილობენ წაგვართვან.
30 წლის წინ ჩვენი მომავლისთვის თავი გაწირეს.

9 აპრილმა ჩვენს ქვეყანას
დამოუკიდებლობა აჩუქა და ჩვენ თავისუფლება.

მადლობა თავისუფლებისთვის!
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორი სახით შევიდა
- 1989 წლის ტრაგედიის მოვლენათა ჯაჭვით და 1991 წელს
დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებით.
მოვლენების
ქრონოლოგია
18 მარტი
4 აპრილი
5 აპრილი
6 აპრილი
7 აპრილი
8 აპრილი
9 აპრილი
1991 წლის
9 აპრილი
გაზიარება
აფხაზეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ, ბორის ადლეიბამ ხელი მოაწერა პეტიციას საბჭოთა კავშირისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახელზე,
რომელიც აფხაზეთისთვის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას, ან მოსკოვის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადასვლას მოითხოვდა.
აფხაზეთში სეპარატისტული განწყობების გაძლიერების პარალელურად, სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო. თბილისში დღის 3 საათიდან სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სტუდენტების მიტინგი გაიმართა. მონაწილეები აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას მოითხოვდნენ.
ამავე საღამოს, 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კიდევ ერთი მიტინგი მოეწყო. გადაწყდა, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მთავრობისადმი ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინათ, საქართველოში დროებითი მთავრობა შექმნილიყო და ავტონომიურო ფორმირებები გაუქმებულიყო. ამის შემდეგ მომიტინგეთა უმრავლესობა მთავრობის სახლისაკენ გაემართა. შედგა ახალი მიტინგი, რომელიც მეორე დილის 5 საათისათვის დამთავრდა, როცა ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა.
თბილისი პარალიზებულია. გაიფიცნენ მუშები, დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. ქართულ მედიას იმ დღეს მიმდინარე აქციები არ გაუშუქებია. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა.
აფხაზეთის პრობლემატიკამ მომიტინგეთათვის მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გამოსვლებში აქცენტი სსრ კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გამოსვლის მოთხოვნაზე გაკეთდა. ეროვნული მოძრაობის რადიკალურმა ნაწილმა გამოაცხადა, რომ აფხაზეთის პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე მოგვარდებოდა. გამოცხადდა, რომ თუ არ დაკმაყოფილდებოდა მოთხოვნა, საყოველთაო-ეროვნული გაფიცვა და მასობრივი შიმშილობა დაიწყებოდა.
საოლქო კომიტეტმა თანამდებობიდან გადააყენა აფხაზეთის პირველი მდივანი ადლეიბა, აფხაზეთისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების მოთხოვნის გამო.
მთავრობის სახლის წინ უკვე საშუალოდ 10-20 ათასი ადამიანი იდგა. ერთ-ერთმა ლიდერმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოყენება ეცნოთ.
მომიტინგეთა მოთხოვნები ხელისუფლებისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. საქართველოს რესპუბლიკური აქტივის სხდომაზე მომიტინგეთა დარბევის გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი. გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები მკაცრდებოდა. ეს ბრძანებულება უშუალოდ თბილისის მოვლენების შეჩერების მიზნით მიიღეს. ყოველივე ამით კი მიტინგის დარბევის იურიდიული საფუძველი შეიქმნა.
საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა. იმავე დღეს პერმიდან და ვორონეჟიდან თბილისში შემოვიდნენ საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები.
დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმა, თითქოს შინაგან სამინისტროს სპეციალურ ქვედანაყოფებს მიტინგის დაშლის შესახებ მითითება ჰქონდათ მიცემული. ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ლიდერების ხელმძღვანელობით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით ჩაკეტვა დაიწყეს.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურების სახელზე გაგზავნილ დაშიფრულ ცნობაში წერია, რომ საქართველოში არსებობს ეთნიკური კონფლიქტის საფრთხე.
მოსკოვიდან თვითმფრინავებით საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების 420 ჯარისკაცი გენერალ ეფიმოვის მეთაურობით გამოაგზავნეს. მიტინგის დარბევას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ალყა ყველა მხრიდან შემოარტყეს.
11 საათზე, თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობა მოსახლეობამ 22 საათსა და 15 წუთზე მიიღო. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი.

გამთენიისას, რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამვლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა.
ამ დღეს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა. უცნობია დაზარალებულების ზუსტი რიცხვი და ასევე, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას.
1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ერთიანი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა რეფერენდუმი, კითხვით - "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?" რეფერენდუმში ქართველი ამომრჩევლის 90%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98%-მა დამოუკიდებლობა აირჩია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ჯერ კიდევ საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებნი. 1991 წლის 9 აპრილს, 2 წლით ადრე რუსეთის არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
გმირები
21 გმირის პორტრეტები და ამბავი იმისა, თუ როგორ ცხოვრობდნენ,
უყვარდათ, ოცნებობდნენ, ხანდახან მარცხდებოდნენ, მაგრამ სულ სჯეროდათ,
რომ თავისუფლება არის მთავარი!
21 გმირის პორტრეტები და ამბავი იმისა, თუ როგორ ცხოვრობდნენ, უყვარდათ, ოცნებობდნენ, ხანდახან მარცხდებოდნენ, მაგრამ სულ სჯეროდათ, რომ თავისუფლება არის მთავარი!
უკან
ზაირა კიკვიძე
61 წლის . კიბერნეტიკის ინსტიტუტის თანამშრომელი
შემთხვევითად გენერირებული ტექსტი ეხმარება დიზაინერებს და ტიპოგრაფიული ნაწარმის შემქმნელებს, რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული შაბლონი წარუდგინონ შემფასებელს. ხშირადაა შემთხვევა, როდესაც დიზაინის შესრულებისას საჩვენებელია, თუ როგორი იქნება ტექსტის ბლოკი. სწორედ ასეთ დროს არის მოსახერხებელი ამ გენერატორით შექმნილი ტექსტის გამოყენება, რადგან უბრალოდ „ტექსტი ტექსტი ტექსტი“ ან სხვა გამეორებადი სიტყვების ჩაყრა, ხელოვნურ ვიზუალურ სიმეტრიას ქმნის და არაბუნებრივად გამოიყურება.
მადლობა თავისუფლებისთვის
არქივი
ფოტო, ვიდეო და მედია გამოხმაურება, სადაც 1989 წლის
დემონსტრაციები და ლიდერების გამოსვლებია ასახული.
ფოტო, ვიდეო და მედია გამოხმაურება, სადაც 1989 წლის დემონსტრაციები და ლიდერების გამოსვლებია ასახული.
.
გაზიარება